მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა ქართული ენისა და
ლიტერატურის
გაკვეთილზე
კარინე დევნოზაშვილი
სარჩევი
შესავალი
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ქართულ საგანმანათლებლო
სივრცეში, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობისა და აკადემიური მოსწრების
დაბალი დონეა. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს სწავლის უფრო მაღალი შინაგანი
მოტივაცია აქვთ, ვიდრე საბაზო საფეხურზე. მეშვიდე კლასში ეროვნული სასწავლო გეგმაც
უფრო მაღალი მოთხოვნების წინაშე გვაყენებს. ამ პრობლემის გამო, გადავწყვიტე, ჩამეტარებინა კვლევა მე-7 კლასის მოსწავლეებთან და
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდით მიმეღწია ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული
მიზნებისათვის. ამ ეტაპზე კვლევაში ჩავრთე მხოლოდ მე-7 კლასი, სადაც 22 მოსწავლეა.
გამოყენებული მეთოდები:
კვლევის პროცესში გამოვიყენე როგორც თვისებრივი
მეთოდი, ისე რაოდენობრივი. თვისებრივი მეთოდის ინსტრუმენტებიდან გამოვიყენე
ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება, ხოლო რაოდენობრივი მეთოდის
ინსტრუმენტებიდან გამოვიყენე დახურული და ღია ანკეტირება.
განხორციელებული ინტერვენციები:
ü დაიგეგმა, რომ ყოველი გაკვეთილის წინ შეფასების
რუბრიკები და გაკვეთილის მიზანი განემარტოთ მოსწავლეებს;
ü ჯგუფური და წყვილებში მუშაობა (თვეში 4 ჯგუფური
მუშაობა, ორი თანაბარი სიძლიერის ჯგუფი და ორი დიფერენცირებული ჯგუფი; 4 წყვილებში
მუშაობა);
ü ისტის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში (თვეში
მინიმუმ ოთხჯერ);
ü ინტერაქტიური სტრატეგიების გამოყენება (მაგ.: „დისნეის
აზროვნების სამი სკამი“, სქემები, ჯიგსოუს მეთოდი...);
ü განმავითარებელი შეფასების გამოყენება
სისტემატურად.
მონაცემების გაანალიზებისა და დაგეგმილი
ინტერვენციების განხორციელების შემდეგ გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია,
რადგან გამოვიყენე დამატებითი რესურსები და ასევე განსხვავებული მიდგომები, კლასის
ორგანიზების განსხვავებული ფორმები.
საბოლოოდ, კვლევის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ
მნიშვნელოვნად დასახვეწია სახელმძღვანელოები და საჭიროა ცვლილებები სკოლებში
სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ჩვენს დროში ძალიან
მნიშვნელოვანია მოსწავლეებს გამოვუმუშავოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რათა შეძლონ,
უპასუხონ ახალი ეპოქის გამოწვევებს.
ნაშრომი შედგება ექვსი თავისგან: I თავში მოცემულია
ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი, საკვლევი საკითხის მიმოხილვა და
პრობლემის აქტუალობა; II თავში განხილულია ლიტერატურა გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის
გაზრდის პრაქტიკის შესახებ; III თავში_კვლევის მიზანი, ამოცანები და საკვლევი
კითხვები; IV თავში კვლევის მეთოდებია განხილული, ჩარევის (ინტერვენციის)
დაგეგმვა, ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი; V თავში მოცემულია პრაქტიკული
კვლევის დანერგვის მნიშვნელობა სკოლაში;VI თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის
მეთოდოლოგიისა და პროექტის ვადების შესახებ. აღწერილია კვლევის ჯგუფის მიგნებები,
რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები. ანგარიშს თან ერთვის დასკვნა,
ბიბლიოგრაფია და დანართი.
საკვანძო სიტყვები: მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა, ცოდნის დონის
ამაღლება, კითხვარების შევსება, ჯგუფური მუშაობის ფორმები, ეფექტური სწავლების
სტრატეგიები.
თავი I
1.1 ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი
ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში სწავლობს 736 მოსწავლე
და მუშაობს 50 პედაგოგი. სკოლას აქვს მოსწავლეთა სწავლებისათვის ყველა საჭირო
რესურსი. კვლევის სამიზნე ჯგუფი არის საბაზო საფეხურის მე-7 კლასი, სადაც ირიცხება
22 მოსწავლე.
კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წელს და
გრძელდებოდა 4 თვე.
1.2 საკვლევი საკითხის მიმოხილვა
საბაზო საფეხურზე უკვე ძალიან რთულია მოსწავლეთა
დაინტერესება და საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. ამ პრობლემებს სხვადასხვა ფაქტორი
იწვევს, მათ შორის ასაკობრივი თავისებურებები, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია
ნებისმიერი ფაქტორის გათვალისწინებით მოსწავლეთა მოტივაციისა და საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობის გაზრდა.
რთულია მოსწავლეთა დაინტერესება საბაზო-საშუალო
საფეხურზე და
ეს
პრობლემა შეინიშნება უკვე მე-7
კლასიდან. წინამდებარე პრაქტიკული
კვლევის მიზანია მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის კვლევა ქართული ენისა და ლიტერატურის
გაკვეთილზე, მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების
ძიება და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება.
1.3
პრობლემის აქტუალობის დასაბუთება
როგორც ზემოთ აღვნიშნე,
დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, ნებისმიერი სახის დავალებას მეტი ინტერესით ასრულებენ. მეშვიდე კლასიდან მდგომარეობა იცვლება, მოსწავლეები
პასიურობენ გაკვეთილზე, უმეტესად თავს არიდებენ საშინაო დავალებების შესრულებას და
საკმაოდ რთულდება მოსწავლეების გაკვეთილით დაინტერესება. მათი მოტივაციის დაცემა კი
იწვევს აკადემიური მოსწრების რეგრესს, ამიტომ მასწავლებელს დიდი ძალისხმევა სჭირდება
მოსწავლეების სწავლის მოტივაციის შენარჩუნებასა და ამაღლებაში.
თავი II
ლიტერატურის მიმოხილვა
ზოგად საგანმანათლებლო
სივრცეში ორი ძირითადი პრობლემა იჩენს თავს. პირველი, არის მოსწავლის
ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები და ,მეორე, მოსწავლის აკადემიურ
მოსწრებასთან დაკავშირებული სირთულეები.
ეს ორი პრობლემა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ხშირად ხდება, რომ მოსწავლის ქცევა სწორედ სასწავლო
პრობლემებიდან მომდინარეობს. ასე რომ, თუკი მოსწავლის ცუდი ქცევის კორექცია
გვსურს, პირველ რიგში უნდა გავზარდოთ მისი ჩართულობა სასწავლო პროცესში და
შევუწყოთ ხელი მის წარმატებას.
მოსწავლეთა სწავლის დაბალი მოტივაცია ერთ-ერთი არსებითი პრობლემაა სკოლებში,
რომლის მოსაგვარებლადაც საჭიროა ფსიქოლოგების, მასწავლებლებისა და მშობლების
ჩართულობა.
სასკოლო პრაქტიკა
გვიჩვენებს, რომ სასკოლო მოტივაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება
სასკოლო სწავლების მე-2 და მე-3 საფეხურებზე გადასვლისას. მასწავლებლის მხრიდან
ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რით შეიძლება მოსწავლის მოტივირება,
მასზე ზემოქმედება, ან როგორ უნდა ააგოს მასწავლებელმა სწავლების პროგრამა, რომ
გადალახოს აკადემიური მოსწრების ტრადიციული დაქვეითება.
გაკვეთილის პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა აქტუალური საკითხია. მოსწავლეთა
ჩართულობას აფერხებს სხვადასხვა ფაქტორი. მასწავლებლები სხვადასხვა ხერხს
მიმართავენ მოსწავლეთა აქტიურობის წასახალისებლად.
„ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ე.წ.
CLEAR
მეთოდი,
თანამონაწილეობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების დიაგნოსტირებისა და მათ დასაძლევად
რეკომენდაციების შემუშავების საშუალებას იძლევა.“
ამ
მეთოდის მიხედვით, მუშაობაში ეფექტურ და აქტიურ მონაწილეობას განსაზღვრავს 5
ფაქტორი (მეთოდის სახელწოდება სწორედ ამ ფაქტორთა აბრევიატურას წარმოადგენს: Can do,
Like to, Enebled to, Asked to, Responded to ):
1. Can
do – მონაწილეებს შეუძლიათ მონაწილეობა (აქვთ სათანადო რესურსი, ცოდნა, გამოცდილება,უნარები);
2. Like
to – მონაწილეებს სურთ მონაწილეობა;
3.
Enebled to – არსებობს მონაწილეობის მექანიზმები;
4.
Asked to – მსმენელთა მობილიზება;
5.
Responded to – არსებობს უკუკავშირი (მოსწავლეები ხედავენ მონაწილეობის შედეგს).“
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი ფაქტორის არარსებობის შემთხვევაში
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მონაწილეობა და ჩართულობა სრულყოფილი ვერ იქნება,
შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელმა გაკვეთილის მართვისას
აკონტროლოს აღნიშნული ფაქტორების უზრუნველყოფა გაკვეთილზე მოსწავლეთა წასახალისებლად.
· წინარე ცოდნა და საჭირო რესურსები ეხმარება მოსწავლეს,
ჩაერთოს გაკვეთილში;
·
მოტივაცია სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლის
ჩართულობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია;
· სწავლების მეთოდები ის მექანიზმებია, რომლებითაც ხდება
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
· მოსწავლეთა ორგანიზება მოსწავლეთა მობილიზების საშუალებაა;
· მოსწავლეთა შეფასება ის უკუკავშირია, რომელიც შეიძლება მოსწავლეთა
ჩართულობის სტიმულად იქცეს.
მოსწავლის
მოტივაციის ზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. მოსწავლის მოტივაცია მაშინ
იზრდება, როდესაც ხედავს, რომ მისი წინსვლის ხელშეწყობა მასწავლებლის პრიორიტეტია
და, პირიქით, იკლებს, როდესაც მიაჩნია, რომ მასწავლებლის მიერ მისი შედეგის
განსჯა-შეფასებაა. მოსწავლეთა მოტივაციას ზრდის ისიც, რომ მათ იციან დავალების
მიზანი და დარწმუნებულები არიან საჭიროებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა
გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება.
„ჩართულობა, თანამედროვე
საგანმანათლებლო პროცესი მოსწავლეთა განსაკუთრებულ აქტიურობას მოითხოვს. ეს
გულისხმობს მათ აქტიურ მონაწილეობას არა მხოლოდ განათლების მიღების, არამედ
თანატოლთა სწავლების პროცესშიც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში
მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები
ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთ გაგებაში, უნარ-ჩვევების
დაუფლება-განვითარებასა და დამოკიდებულებათა ჩამოყალიბებაში, რაც თავისთავად
გულისხმობს გაკვეთილის პროცესში მათ მონაწილეობას.“
მოსწავლეთა ჩართულობა. მოსწავლე მაშინ არის ჩართული სწავლის
პროცესში, როდესაც ის მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს დავალების შესრულებისას,
ზრუნავს შესრულებული დავალების ხარისხზე და, ამასთან, შესრულებულ
სამუშაოს მისთვის დიდი ღირებულება აქვს (Newmann, 1986). ასეთ მოსწავლეებს
სურთ, შეიძინონ უფრო მეტი ცოდნა და პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავენ სკოლისა
და სწავლისადმი.
სასწავლო მასალები და ტექნოლოგიები.
International Society for Technology in Education-ის მიხედვით, სწავლების
პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირებას ძლიერი პოზიტიური ეფექტი
აქვს მოსწავლეთა მიღწევებზე მხოლოდ მაშინ, თუ ეს პროცესი შესაბამისად
იქნება განხორციელებული.
მოტივაციაზე საუბრისას მახსენდება იოჰან
ვოლფგანგ გოეთეს სიტყვები „სწავლება ბევრს ნიშნავს, წახალისება კი-ყველაფერს“.
მოტივაცია სწავლის შედეგების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
მოსწავლეები კლასში განსხვავდებიან სოციალური და კულტურული კონტექსტით,
გამოცდილებებით, რწმენით, საჭიროებებით და უნარებით. ეს ყოველივე განსაზღვრავს იმ
ფაქტორების მრავალსახეობას, რაც მათი მოტივაციის ამაღლებაზე მოქმედებს. კვლევებით
დადასტურებულია, რომ მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ
მაღალი მოტივაციის პირობებში. ამიტომ, ჩვენი ვალია, ვეძიოთ ის, რაც მოსწავლეს
სწავლის მოტივაციას გაუჩენს.
დასავლური სკოლა გარეგან და შინაგან
მოტივაციებს განასხვავებს. ორივე ტიპის მოტივაციის როლისა და ეფექტის გააზრება
ძალიან მნიშვნელოვანია.
გარეგანი მოტივაციის ამაღლების შემთხვევაში მოსწავლე წახალისების
მიღებისკენაა მიზანმიმართული, ხოლო შინაგანი მოტივაციის გაზრდის შემთხვევაში კი
ფოკუსი-ცნობისმოყვარეობაზე, გამოწვევებსა და სოციალურ ინტერაქციაზე. როდესაც
სასწავლო პროცესში მოტივაციის ნაკლებობა შეიმჩნევა, აუცილებელია, ,განისაზღვროს ის
სტრატეგიები, რომლებიც მოსწავლეს შინაგან და გარეგან მოტივაციას აღუძრავს.
მოსწავლეების
გარეგან თუ შინაგან მოტივაციაზე გავლენას ახდენს მათი სოციალური გარემო, სადაც
ისინი მოდიან, ასევე - გარემო, სადაც უწევთ ყოფნა. მაგალითად, თუ რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის სასწავლო
მასალა, რამდენად ჩართულები არიან საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა თუ
მსვლელობაში, რამდენად ნათელია მათთვის საგაკვეთილო მიზნები.
მოსწავლეების მოტივაციის ზრდაში დიდი როლი აკისრია მასწავლებელს. თუკი მასწავლებელი
მოტივირებულია, ცდილობს, ხალისით მიაწოდოს ახალი ინფორმაცია და მზად არის,
ყოველთვის უპასუხოს მოსწავლეების შეკითხვებს, ასევე მოქმედებს მოსწავლეების
მოტივაციის ზრდაზე. ასევე, მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს ყველა მოსწავლეს და
დააფასოს მათი ინტერესები. მოსწავლე უკეთესად მაშინ სწავლობს , როცა მასწავლებელი
საგაკვეთილო პროცესს მშვიდად წარმართავს, არ ასხვავებს დაბალი და მაღალი
აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს, საგაკვეთილო პროცესს წარმართავს
საინტერესოდ დაგეგმილი აქტივობებით და ხშირად იყენებს განმავითარებელ შეფასებას.
მოტივაციის ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინტერესოდ დაგეგმილი
გაკვეთილები, მასწავლებელმა მასალის შინაარსი და მოსწავლეთა ინტერესები უნდა
შეუსაბამოს ერთმანეთს. საშინაო დავალების შესრულებისას ჰქონდეთ არჩევნის
საშუალება.
თუკი გაკვეთილი დაგეგმილი იქნება შემოქმედებითად და მასწავლებელი
გამოიყენებს კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ მიმართულ სტრატეგიებს
გამოიწვევს მოსწავლეების მოტივაციის ზრდასა და ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოსწავლემ უნდა იცოდეს გაკვეთილის მიზანი და
შეფასების ობიექტური კრიტერიუმები.
თავი III
3.1 საკვლევი კითხვების ფორმულირება
ჩემი კვლევის უმთავრესი
შეკითხვა იყო, რა იწვევს საბაზო საფეხურზე გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის
ხარისხის დაქვეითებას.
საკვლევი პრობლემიდან
გამომდინარე გამოვყავი შემდეგი საკვლევი კითხვები:
· რა გავლენას ახდენს სწავლების მრავალფეროვანი
მეთოდების გამოყენება მოსწავლეების ჩართულობაზე?
· რა ინტერესები აქვთ მოსწავლეებს და როგორ მოვარგოთ
საგაკვეთილო პროცესის მოსწავლეთა ინტერესებს?
· რამდენ ხანს ანდომებენ სახლში საშინაო დავალების შესრულებას და არის თუ არა
ეს დამღლელი მათთვის?
· რა დაეხმარება მათ სწავლის ხარისხის
გაუმჯობესებაში?
· როგორი გაკვეთილი იქნება მათთვის საინტერესო?
· რა თემებია მათთვის საინტერესო, რომელთა შესწავლაც
გაზრდის მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში?
3.2 კვლევის მიზანი და ამოცანები
ინტერვენციების შემუშავებამდე,
პრობლემის იდენტიფიცირებისათვის გავესაუბრე თანამშრომლებს, მშობლებს და გამოვყავი
რამდენიმე საკითხი, რაც, შესაძლოა, იწვევს ამ პრობლემებს. გამოიკვეთა შემდეგი
საკითხები:
1.
მოსწავლეების
ჩართულობის ხარისხის დაწევას იწვევს გარდატეხის ასაკი, მათ უჩნდებათ სხვა
ინტერესები და ნაკლებად ინტერესდებიან სწავლით;
2. მოსწავლეებისთვის მოსაწყენია უინტერესო და
ლექციური ტიპის გაკვეთილები;
3. მოსწავლეები ძირითადად არ იცნობენ შეფასების
რუბრიკებს და გაკვეთილის მიზანს;
4. მოსწავლეები არ იღებენ დროულ და კონსტრუქციულ
უკუკავშირს.
თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა
ჩემი კვლევა სანდო და ვალიდური რომ ყოფილიყო,
გამოვიყენე როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდები. თვისებრივი მეთოდის ინსტრუმენტებიდან
გამოვიყენე ფოკუსირებული დაკვირვება, ინტერვიუ და ფოკუს-ჯგუფი.
მონაცემების დამუშავების საფუძველზე გამოიკვეთა,
რომ მოსწავლეების მოტივაცია დაბალი არ არის, თუმცა გაკვეთილზე არ არიან ჩართულები
და ნაკლებად აქტიურობენ. ამგვარი მდგომარეობა განაპირობა იმან, რომ ამ კლასში
ნაკლებად ვიყენებ ინტერაქტიურ მეთოდებსა და სწავლების სხვადასხვა სტრატეგიას.
მონაცემების დამუშავების
შემდეგ შევიმუშავე ინტერვენციები, რომლებიც ხელს შეუწყობდა მოსწავლეების
მოტივაციის გაზრდასა და ჩართულობის ხარისხის ამაღლებას.
4.2 მონაცემთა ანალიზი
მონაცემთა შეგროვებამ და შედეგების ანალიზმა აჩვენა,
რომ
Ø აღწერითი დაკვირვებისა თანამშრომლებთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, რომ აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები არ არიან საგაკვეთილო პროცესში ჩართულნი, არ რეაგირებენ ყოველდღიურად დაწერილ დაბალ ნიშანზე,
ეშინიათ მხოლოდ შემაჯამებელი წერების და ამ დროს ცდილობენ, გადაიწერონ პასუხები, რათა აჩვენონ და მაკმაყოფილებელი შედეგები;
Ø ფოკუსირებულმა დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ასეთი მოსწავლეები არ ასრულებენ საშინაო დავალებებს, აქედან გამომდინარე,
ვერ იგებენ მასალას;
Ø შერჩევითმა და კვირვებამ გვიჩვენა,
რომ აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებს უჭირთ ახალი მასალის დამახსოვრება
და გამოყენება;
ღია და დახურული ანკეტირების საფუძველზე გამოიკითხა კლასის
ყველა მოსწავლე. დადგინდა რომ:
გრაფიკიდან ჩანს, რომ მოსწავლეებს
აინტერესებთ განსხვავებული ტიპის გაკვეთილები, თავს უკეთესად გრძნობენ გაკვეთილზე
და უფრო მეტად არიან ჩართული პროცესში.
ღია კითხვებში მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი
შეხედულებები. აღნიშნული აქტივობები, მართლაც შეესაბამება თანამედროვე
სწავლების მოთხოვნებს, თუმცა მათი ხშირი გამოყენება ვერ ხერხდება, რადგან წინასწარ სჭირდება სასწავლო რესურსის
მომზადება, რაც დამატებით დროს მოითხოვს. ამ მეთოდებით სწავლა სახალისო და შემოქმედებითი პროცესია.
ინტერვენციების განხორციელებამდე, მეტი
თვალსაჩინოებისათვის, მიზანშეწონილად ჩავთვალე პირველი სემესტრის შედეგებზე
დაკვირვება. იხილეთ:
4.3 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა
გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
ü დაიგეგმა, რომ ყოველი გაკვეთილის წინ შეფასების
რუბრიკები და გაკვეთილის მიზანი განემარტოთ მოსწავლეებს;
ü ჯგუფური და წყვილებში მუშაობა (თვეში 4 ჯგუფური
მუშაობა, ორი თანაბარი სიძლიერის ჯგუფი და ორი დიფერენცირებული ჯგუფი; 4 წყვილებში
მუშაობა);
ü ისტის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში (თვეში
მინიმუმ ორჯერ);
ü ინტერაქტიური სტრატეგიების გამოყენება (მაგ.: „დისნეის
აზროვნების სამი სკამი“, სქემები, ჯიგსოუს მეთოდი...);
ü განმავითარებელი შეფასების გამოყენება
სისტემატურად.
4.4 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი
შეფასების
რუბრიკებისა და გაკვეთილის მიზნების განმარტება
კვლევის ფარგლებში
გადავწყვიტე, შეფასების რუბრიკების გაცნობისთვის უფრო მეტი დრო დამეთმო, ვიდრე
აქამდე ვუთმობდი. ყოველი გაკვეთილის დაწყების წინ მოსწავლეებს დაწვრილებით ვუმარტავდი გაკვეთილის მიზანსა და
რუბრიკებს ვაცნობდი, ასევე, ვუზიარებდი
მოლოდინებს, ხოლო გაკვეთილის დასრულების შემდეგ ვაფასებინებდი, რამდენად
მიაღწიეს ამ მიზანს. შედეგად, მათ გამოვუმუშავე ის თვისება, რომ ყოველ გაკვეთილს
ჰქონდა თავისი მიზანი და ამ მიზნის მიღწევისთვის ჩემთან ერთად მოსწავლეებიც
აქტიურად ჩართულიყვნენ.
ამ ინტერვენციის
განხორციელების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მოსწავლეები უფრო მეტ კითხვას მისვამდნენ,
ვიდრე მანამდე. საკუთარი აზრის გამოთქმის შემდეგ, ინტერესდებოდნენ ჩემი შეფასებით
და მეკითხებოდნენ - შეძლეს თუ არა მიზნის მიღწევა. შეფასების რუბრიკებში კარგად
გათვითცნობიერდნენ და დაიწყეს საკუთარი სწავლის სწავლა. მონიტორინგს უწევდნენ
საკუთარ მუშაობას.
ჯგუფური
და წყვილებში მუშაობა
ჯგუფური და წყვილებში
მუშაობის ინტერვენცია წარმატებით განხორციელდა. დაკვირვების შედეგად დავინახე, რომ,
როგორც ძლიერი, ისე აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები ინტერესითა და ხალისით
მუშაობდნენ ჯგუფებში, ავლენდნენ კოლაბორაციის უნარებს და ეხმარებოდნენ ერთმანეთს.
ჯგუფებში წარმატებულ მოსწავლეებთან ერთად იყვნენ სუსტი მოსწავლეებიც ან ისეთი
მოსწავლეები, რომლებმაც სახლში შესასრულებელი სამუშაო არ შეასრულეს. ასეთი მიდგომა
აბალანსებდა ჯგუფის აკადემიურ დონეს და სამუშაოს ნაყოფიერად შესრულების საშუალებას
იძლეოდა. ჯგუფურ სამუშაოს ძირითადად ვაძლევდი დასამუშავებელ ტექსტებს ან სამსჯელო
ხასიათის თეზისებს.
ასევე ოთხჯერ
განვახორციელე წყვილებში მუშაობა, რომლის დროსაც მოსწავლეები ხალისით ერთვებოდნენ
აქტივობაში, განსაკუთრებით შეფასების დროს, როდესაც წყვილს მეორე წყვილის სამუშაო
უნდა შეეფასებინა. მოსწავლეები იყვნენ ობიექტურები და მათი უკუავშირი იყო
საინტერესო.
მოსწავლეების გამოკითხვამ
და ჩემმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მათი თვითშეფასება ამაღლდა, გაიზარდა სწავლისა
და გაკვეთილის პროცესში ჩართვის მოტივაცია.
ისტის
გამოყენება საგაკვეთილო პროცესში
კვლევის განმავლობაში ისტი საგაკვეთილო
პროცესში გამოვიყენე ექვსჯერ. უკეთესი იქნებოდა, რომ უფრო მეტჯერ გამომეყენებინა,
მაგრამ ვეღარ მოვახერხე, თუმცა, ამ ექვსმა აქტივობამ უკვე გამოიღო შედეგი და
მოსწავლეები წახალისდნენ, გააქტიურდნენ და ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში, მით
უმეტეს, შევეცადე ჩემი ელექტრონული რესურსებით წიგნი და ტექნოლოგიები ეფექტურად
დამეკავშირებინა ერთმანეთთან. შედეგმა აჩვენა, რომ ეს ნამდვილად გამომივიდა.
მოსწავლეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, აქტიურად გამოგვეყენებინა ტექნოლოგიები და, შედეგად,
მე ამ მოთხოვნას ვუპასუხე. მოვიყვან კონკრეტულ მაგალითებს, კერძოდ, გაკვეთილის
თემისთვის შესაბამის ვიდეო მასალას ვამზადებდი და ვუჩვენებდი მოსწავლეებს. რაც იძლეოდა
იმის საშუალებას, რომ მათ გაეგრძელებინათ აქტიური მუშაობა, ემსჯელათ და შეესრულებინათ სამუშაო. ასევე,
კვლევის ფარგლებში შევქმენი რესურსი მხატვრულ ხერხებზე, რომელიც განსაკუთრებით
სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, ყველაზე ზარმაცი მოსწავლეები გააქტიუდნენ და
საგაკვეთილის პროცესში ჩაერთვნენ..
ინტერაქტიული სტარტეგიების
გამოყენება
კვლევის ფარგლებში მე-7 კლასში ჩავატარე სამოდელო (ინოვაციური) გაკვეთილი. თემა იყო „ტარასკონიდან კახეთამდე
და კახეთიდან ტარასკონამდე“.
გაკვეთილზე
ჩემს პრაქტიკაში პირველად გამოვიყენე მეთოდი - „დისნეის აზროვნების სამი სკამი“. მეთოდი
შევუსაბამე გაკვეთილის თემასა და მიზანს. მოსწავლეებს
გავაცანი მათთვის უცხო მუშაობის ფორმის ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც უნდა ემუშავათ.
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო, აღწერითი ტიპის ტექსტის ანალიზის უნარ - ჩვევის განვითარება მოსწავლეებში. მწერლის სათქმელის ამოცნობა; პერსონაჟის დახასიათება მისი გარეგნული ნიშნების, ქცევისა
და მეტყველების მიხედვით; კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების
ხელშეწყობა. მოსწავლეებმა შეძლეს
„დისნეის სამი სკამის მეთოდის“ მიხედვით საკითხის გააზრება. „გონებრივი იერიშის“ შემდეგ
მოსწავლეები ბარათების საშუალებით, შემთხვევითი
შერჩევის წესით დავყავი სამ ჯგუფად: მეოცნებეებად, რეალისტებად და კრიტიკოსებად.
უნდა აღვნიშნო, რომ გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია - ხალისით იყვნენ ჩართული საგაკვეთილო
პროცესში. ერთ-ერთმა მოსწავლემ აღნიშნა: „მიკი მაუსს ხშირად ვხედავ ეკრანზე, ინტერნეტსივრცეში
და მისი დანახვისას ყოველთვის მახსენდებოდა დისნეი, ამის შემდეგ ყოველთვის ეს გაკვეთილი გამახსენდება“.
ცდილობდნენ, მაქსიმალურად წარმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები. უნდა აღვნიშნო, რომ
ჯგუფურ მუშაობაში ყველა მოსწავლე მაქსიმალურად იყო ჩართული. თითოეულმა ჯგუფმა პრეზენტაციის
წარმოდგენისას გამოამჟღავნა საკითხის ცოდნა და შეძლო აზროვნების სხვადასხვა ტიპის მიხედვით
კრეატიული, შემოქმედებითი, რეალისტური, კრიტიკული, ორიგინალური აზრის გადმოცემა.
გაკვეთილზე
მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს არა მარტო მასალის ცოდნა და გააზრება, არამედ შეძლეს გრძელვადიანი
მიზნების განსაზღვრა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ამ გაკვეთილზე მიცემული საშინაო
დავალების წაკითხვა-გააზრება შემდგომ გაკვეთილზე. მათ შეძლეს საკუთარი არჩევნის დაფიქსირება
და შემოქმედებითი უნარების განვითარება. წინა გაკვეთილის შედეგი აისახა მათ საშინაო
დავალებაში.
განმავითარებელი
შეფასების მნიშვნელობა მოსწავლეთა მოტივაციის გასაზრდელად
საერთაშორისო
კვლევებით დასტურდება, რომ განმავითარებელი შეფასების გამოყენების შედეგი იმდენად კარგია,
რომ დროის დახარჯვა ღირს. თუ განმავითარებელ შეფასებას მასწავლებელი ყოველდღიურად გამოიყენებს,
უფრო მეტ დროს დაზოგავს. ამასთან, ეფექტური განმავითარებელი შეფასება ეხმარება მოსწავლეებს
აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში.
გაკვეთილს
ვგეგმავდი ისეთი აქტივობებითა და სტრატეგიებით, რომ დავხმარებოდი მოსწავლეებს გაეაზრებინათ, რა უჭირთ,
რას ვერ აკეთებენ, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.
გაკვეთილზე
ვიყენებდი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს, ესენია: შემაჯამებელი ბარათები,
სქემები, კითხვების დასმა, თანატოლთა შეფასება და დაკვირვება. სისტემატურად ვაკვირდებოდი
მოსწავლეებს და ვინიშნავდი დღიურში.
უნდა
აღვნიშნო, რომ განმავითარებელი შეფასების გამოყენების შედეგად მოსწავლეები გახდნენ
უფრო მეტად მოტივირებულები, შეეძლოთ, გაეაზრებინათ საკუთარი სამუშაო და ემსჯელათ, რას
მიაღწიეს და რას-ვერა. თანატოლთა შეფასების დროს ამჩნევდნენ მცირე დეტალებსაც კი. ეს
მათ საშუალებას აძლევდა, შეეფასებინათ მეგობრის ნამუშევარი და უფრო სრულყოფილი გაეხადათ
საკუთარი ნაშრომი.
თავი V
5.1 პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვა
პრაქტიკული კვლევის კომპეტენციების
უნარის ფლობა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა. მასწავლებელმა
კოლეგებთან ერთად უნდა დაგეგმოს სპეციალური კვლევითი სამუშაოები, განახორციელოს
და გამოიყენოს პრაქტიკულ საქმიანობაში
(პროფესიული განვითარება, მუხლი 133).
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიხედვით წამყვანი მასწავლებლის
სტატუსის მოსაპოვებლად ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა საკუთარ პედაგოგიურ
პრაქტიკაში იდენტიფიცირებული საჭიროებების ანალიზის საფუძველზე პრაქტიკული კვლევის
განხორციელება, ხოლო მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად- პრაქტიკული კვლევების
განხორციელება სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე.
სქემის გზამკვლევის
მეორე ნაწილში
ვკითხულობთ: „პროფესიონალია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების გასავითარებლად
და, რაც
მთავარია, სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად. აქედან
გამომდინარე, ძალიან
მნიშვნელოვანია პრაქტიკის
კვლევის დანერგვა
სკოლებში
წარმატების
მისაღწევად.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა და კვლევის
შედეგების გაზიარება დაეხმარება კოლეგებს, თვითონ წარმართონ პედაგოგიური კვლევა პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ადმინისტრაციას კვლევის
შედეგების გაცნობა საშუალებას მისცემს, დააკვირდეს მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესს.
თავი VI
6.1 პროექტის ვადები
აქტივობა
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
პრობლემის იდენტიფიცირება
|
X
|
|||
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
X
|
|||
კითხვარის შედგენა, დამუშავება
|
X
|
|||
კითხვარის შევსება
|
X
|
X
|
||
გამოკითხვა/თვითშეფასება
|
X
|
|||
მიღებული შედეგების ანალიზი
|
X
|
|||
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა
|
X
|
|||
ინტერვენციების განხორციელება
|
X
|
X
|
||
ინტერვენციისშედეგების ანალიზი
|
X
|
|||
პრეზენტაცია სასაკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა
|
X
|
6.2მიგნებები.
კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით შეიძლება
ითქვას, რომ სასურველია, შეიცვალოს მეთოდები და სტრატეგიები საგაკვეთილო პროცესში,
მაგრამ არ უნდა ასცდეს საგაკვეთილო მიზანს. ყველაფერი ეს მოითხოვს ძალიან დიდი
დროსა და ენერგიას, მაგრამ შედეგისთვის ნამდვილად ღირს, თუმცა ვფიქრობ, რომ მასწავლებელს
გაუჭირდება მუდმივად ასეთ რეჟიმით მუშაობა, თუ მას არ ექნება ხელშეწყობა. ჩემი
კვლევის შემთხვევაში, კლასში ირიცხება 22 მოსწავლე, ცხადია, როცა კლასში 32 და
მეტი მოსწავლეა, ამ ინტერვენციების ინტენსიური განხორციელება რთულია.
6.3 რეკომენდაციები
ü მოსწავლეებს მიეცით მკაფიო ინსტრუქციები;
განუმარტეთ თითოეული აქტივობა რა მიზანს ისახავს, წინააღმდეგ შემთხვევაში გექნებათ
ქაოსი;
ü გაითვალისწინეთ მოსწავლეთა ინტერესები და ისე
განახორციელეთ ჩემს კვლევაში განხორციელებული აქტივობები, წინააღმდეგ შემთხვევაში
დაინტერესებისა და მოტივაციის გაზრდის ნაცვლად, გამოიწვევთ დემოტივაციას;
ü აქტიურად გამოიყენეთ განმავითარებელი შეფასება,
ამგვარი მიდგომა გაგიადვილებთ მოსწავლეებთან მუშაობას;
ü ყოველთვის გააცანით შეფასების რუბრიკები.
6.4 კვლევის ნაკლოვანებები
კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ
ვერ განვაზოგადებთ ჩემს კვლევაში მიღებულ შედეგებს და სხვა ჯგუფში, შესაძლოა, სხვანაირი
შედეგი მივიღოთ.
6.5 დასკვნა
კვლევაში
გამოყენებული მეთოდები მიმართული იყო აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისაკენ და
ითვალისწინებდა დაბალი აკადემიური მიღწევის მოსწავლეების ჩართვას საგაკვეთილო
პროცესში. ამ კუთხით კვლევა წარმატებით განხორციელდა. ჩემი კვლევის მთავარი მიზანი
ცოდნის დონის შემოწმება არ იყო.
ვიკვლევდი, გაიზრდებოდა თუ არა მოსწავლეთა ჩართულობა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი
კვლევის ფარგლებში, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები გაუმჯობესდა და საგნის მიმართ
უფრო მეტ ინტერესს გამოხატავდნენ, ვიდრე მანამდე.
როგორც გრაფიკიდან ჩანს, პირველი სემესტრის შემდეგ
ოთხი ცხრაქულოსანი გახდა ათქულოსანი.
შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები,
რომლებიც დამეხმარება სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების ეფექტურად გამოყენებასა
და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდაში.
ჩემი კვლევის ანგარიშის გაზიარება კოლეგებს
დაეხმარება პრაქტიკის კვლევის განხორციელებაში. შესაძლოა, გამოიყენონ ჩემ მიერ განხორციელებული
ინტერვენციები და დააკვირდნენ თავიანთ სამიზნე ჯგუფს.
სსიპ
ბოლნისის N1 საჯარო
სკოლაში ჩავატარე
პრაქტიკის კვლევა
თემაზე „მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა,
ქართული ენისა
და ლიტერატურის
გაკვეთილზე.“
კვლევის მიზანი იყო საბაზო საფეხურის მე-7 კლასში გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესება. სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გასაზრდელად. კვლევის მიზანს მივაღწიე, ინტერვენციები წარმატებით განხორციელდა, რაც დადებითად აისახა სასწავლო პროცესზე, ამიტომ ვთვლი, რომ შეიძლება მისი კოლეგებისთვის გაზიარება.
კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წელს, გრძელდებოდა 4 თვის განმავლობაში. ანონიმური ანკეტირებით, წერილობითი ფორმით გამოვიკითხე მოსწავლეები. დადასტურდა,რომ მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო განსხვავებულ აქტივობებში ჩართვა და ისტ–ით გამდიდრებული გაკვეთილები.
კვლევის
შედეგების
გაზიარება საინტერესო
აღმოჩნდა კოლეგებისთვის. დაინტერესდნენ
შედეგებით და
სურვილი გაუჩნდათ,
განახორციელონ საკუთარი
პრაქტიკის კვლევა. საკუთარი
პრაქტიკიდან გამომდინარე,
თემას თვითონ
შეარჩევენ, თუმცა
რამდენიმე მასწავლებელმა
იმავე საკითხზე
კვლევის ჩატარების
სურვილი გამოთქვა.
უკუკავშირი, იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. კოლეგების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი აქტივობები მხოლოდ აფერხებს სასწავლო პროცესს და არ ეხმარება მოსწავლეებს წინსვლაში. ისინი ფიქრობენ, რომ რესურსების მომზადებას უფრო მეტი დრო მიაქვს და ეს დრო ცოდნის გადაცემას აკლდება.
საბოლოოდ, ვთვლი, რომ კვლევა წარმატებით განხორციელდა და მისი გაცნობა დაეხმარება მასწავლებლებს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში.
ბიბლიოგრაფია
1. ინასარიძე მ., ლობჟანიძე ს., რატიანი მ., სამსონია ი., „მასწავლებლის
საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის
გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,
2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf ;
2. ლობჯანიძეს., „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“
ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი. http://mastsavlebeli.ge/?p=281 ;
4. ზურაბიშვილი თ., „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ სოციალურ
მეცნიერებათა ცენტრი 2006 წ. http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173 ;
5. წულაძე ლ., „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“
თბ. 2008.http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf ;
6. გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და
პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014) მანანა ბოჭორიშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=1915;
7. როგორ ავუმაღლოთ მოსწავლეს სასწავლო
მოტივაცია (9 აგვისტო, 2013) ქეთევან ოსიაშვილიhttp://mastsavlebeli.ge/?p=2300 ;
8.
მოტივაცია თეორიასა და პრაქტიკაში (4 ოქტომბერი, 2013) ირინა აბულაძე http://mastsavlebeli.ge/?p=2246 .
დანართი N1
მოგესალმებით,
მე ვარ ბოლნისის №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ვატარებ კვლევას მოსწავლეთა ჩართულობის შესახებ. გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი.
გაცნობებთ, რომ კითხვარი ანონიმურია.
კითხვარი მოსწავლეებისათვის:
მონიშნეთ
დიახ არა
1.
ჩემთვის საგაკვეთილო პროცესი მოსაწყენია.
2.
მასწავლებლის ახსნილი ახალი მასალა არ მესმის.
3.
ყოველთვის მაფასებს მასწავლებელი.
4.
მასწავლებლის შეფასება მეხმარება განვითარებაში.
5.
მასწავლებელი ხშირად იყენებს
ტექნოლოგიებს გაკვეთილზე.
6.
ხშრად გაკვეთილზე სწორი პასუხი ვიცი, მაგრამ არ ვამბობ.
7.
მასწავლებელი ყოველ გაკვეთილზე გვაცნობს შეფასების
რუბრიკებს და გაკვეთილის
მიზანს.
მონიშნეთ თქვენთვის
სასურველი პასუხი
მომწონს არ მომწონს სულერთია
ჯგუფური სამუშაო
წყვილებში მუშაობა
ისტის გამოყენება
ღია კითხვები:
მასწავლებლი
სმიერ გამოყენებული აქტივობებიდან, ყველა ზემეტად
რომელი მოგწონთ? და რატომ?
_____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
მოგწონთ,
როდესაც მონაწილეობას იღებთ შეფასებაში? რატომ?
_____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
მოგწონთ,
როდესაც მეგობრის ნამუშევარს აფასებთ? რატომ?
_____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
დანართი N 2
1)
არის
თუ არა ჩართული ყველა მოსწავლე თქვენს გაკვეთილზე?
2)
განსაკუთრებით
რომელი აქტივობის გამოყენება იწვევს მოსწავლეების გახალისებას?
3)
აფასებენ
თუ არა მოსწავლეები ერთმანეთს და როგორ მოქმედებს მათზე ამგვარი შეფასება?
4)
აცნობთ
თუ არა მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანსა და
შეფასების რუბრიკებს?
5)
რამდენად
ხშირად იყენებთ განმავითარებელ შეფასებას?
No comments:
Post a Comment